სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 64 პირი
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 28 593 პირის კვლევა ჩატარდა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევა. აქედან 26 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057, საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 191 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მოთავსებული 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან რეგიონის მასშტაბით 64 პირი განიკურნა. საკარანტინო სივრცეში 15 ადამიანი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები