სამეგრელოში კორონავირუსისგან 49 ადამიანი განიკურნა, გამოვლინდა ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში ვირუსით ინფიცირებული 176 ადამიანი მკურნალობს,
მათგან 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის კი საშუალო სიმძიმის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი 44 პირს დაუდასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 ადამიანი, მათგან 49 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ვირუსს ქვეყანაში კიდევ 17 ინფიცირებული ემსხვერპლა.
ამ დროისთვის რეგიონის საკარანტინო სივრცეში 11 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები