სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით მხოლოდ 7 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი 7 პირს დაუდასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 ადამიანი, მათგან 85 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში ვირუსით ინფიცირებული 168 ადამიანი მკურნალობს, მათგან მძიმეა რუხის საავადმყოფოში 6 და სენაკის "ლაზიკა მედში" მოთავსებული 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვირუსს ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის რეგიონის საკარანტინო სივრცეში 6 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები