ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 42 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი სულ 360 055 ადამიანს დაუდგინდა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ჯამში მათი რაოდენობა 346 217-ს შეადგენს.
ამავე მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 24 ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 199 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებულია 8 613 ადამიანი, მათგან 2 698 საავადმყოფოში მკურნალობს, მძიმეა 678 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 32 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები