აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პირი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 456 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა.
გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი, 68 წლის ქალი გარდაიცვალა. სულ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 63 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა, 27-ის კი საშუალო სიმძიმის.
ამ ეტაპზე სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, აქედან 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 19, გაგრის კლინიკაში 20, ხოლო ტყვარჩელის კოვიდცენტრში 14 ინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 16 480 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 294, გარდაიცვალა 244 პირი.
მასალის გამოყენების პირობები