სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
59 წლის ქალი ხობის მკვიდრი იყო და სენაკის „სენამედში“ მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით, 35 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში კი მხოლოდ 1 მოქალაქე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები