სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 319 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 105 ახალი
შემთხვევა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, აქედან 13 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 25, გაგრის კლინიკაში 31, ხოლო ტყვარჩელის კოვიდცენტრში 14 ინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 16 906 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 405, გარდაიცვალა 244 პირი.
მასალის გამოყენების პირობები