სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid -19 კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყნის მასშტაბით
ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 145 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ხოლო 8 პაციენტის - საშუალო სიმძიმის.
ქვეყანაში ვირუსისგან 953 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში - 60. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა.
სამეგრელო- ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეში ამ დროისათვის არც ერთი პაციენტი არ რჩება.
მასალის გამოყენების პირობები