გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 319 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 16 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში -28, ხოლო ტყვარჩელის კოვიდცენტრში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 17 197 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 438, გარდაიცვალა 245 პირი.
მასალის გამოყენების პირობები