ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის კოვიდ მიმღებ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ერთი მათგანი 68 წლის ზუგდიდელი ქალია, მეორე კი 74 წლის ასევე ზუგდიდელი მამაკაცი.
ამ დროისთვის რეგიონის ხუთ კოვიდ კლინიკაში 157 ინფიცირებული რჩება, რომელთაგან 8 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 8-ის კი საშუალო სიმძიმის.
ბოლო დღე-ღამეში Covid 19-ისგან სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი.
რეგიონში კორონავირუსით კიდევ
31 პირი დაინფიცირდა.
მასალის გამოყენების პირობები