გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 414 ადამიანიდან, 146-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 193 პაციენტი მკურნალობს, მათგან 29-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა. 91, 89 და 65 წლის ქალები გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 17 343 შემთხვევა დაადასტურა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 15 490-ს შეადგენს, გარდაცვლილია 248 პირი.
მასალის გამოყენების პირობები