სამეგრელოში 165 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მძიმეა 12-ის მდგომარეობა
დღეს საქართველოს კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. ვებგვერდზე, სადაც კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება შეფერხებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში არა აქვთ ინფორმაცია რა დრო დასჭირდება ხარვეზის აღმოფხვრას.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის 5 კოვიდკლინიკაში 165 ადამიანი მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
კერძოდ, რუხის კლინიკაში 79 პაციენტი იმყოფება, ფოთის კლინიკაში - 21, „სენა-მედში“ - 12, აბაშის ევექსის კლინიკაში - 9, სენაკის „ლაზიკა მედში“ – 44.
დღის განმავლობაში 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები