სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ 5 კოვიდცენტრში სულ 169 პაციენტი მკურნალობს.
ისევ მძიმეა რუხის საავადმყოფოში მოთავსებული 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სულ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 87 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. ფოთის კლინიკაში 17 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, სენაკის "ლაზიკა მედში" 45, "სენამედში" 12, აბაშის "ევექსის" კლინიკაში კი 8.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან კიდევ 43 ადამიანი განიკურნა.
მასალის გამოყენების პირობები