სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 48 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, გარდაიცვალა კიდევ 7 ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 5 421 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 585, საიდანაც 3 285 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები