რუხის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
რუხის საავადმყოფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 68 წლის მამაკაცი ხობის მკვიდრია.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნულ კოვიდკლინიკაში სულ 87 ადამიანი მკურნალობს, მათგან 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 14 პაციენტია მოთავსებული, სენაკის კლინიკა "სენამედში" 12, "ლაზიკა მედში" 40, აბაშის "ევექსში" კი 10 პირი მკურნალობს.
დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 38 ადამიანი განიკურნა.
მასალის გამოყენების პირობები