სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 195 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. ისევ მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რეგიონში ვირუსისგან კიდევ 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 128 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
Covid 19-ს საქართველოში კიდევ 26 პირი ემსხვერპლა. სულ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირებული 5 592 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები