აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 24 საათში ჩატარებული 372 ტესტირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 101 ადამიანს.
გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული ორი პაციენტი 61 წლის მამაკაცი და 81 წლის ქალი.
2020 წლის გაზაფხულიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 20 260 შემთხვევა, მათგან 16429 გამოჯანმრთელების.
COVID-19-ით გარდაცვლილია 284 ადამიანი.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა შეაჩერა დროებით. 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.
მასალის გამოყენების პირობები