სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
87 წლის მამაკაცი მესტიის მკვიდრი იყო და რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით, 30 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირების
100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში სულ 214 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა, 20 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის.
მასალის გამოყენების პირობები