სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 175 პირი დაინფიცირდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 175 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაინფიცირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 407 689-ს. ბოლო დღე-ღამეში 1335-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 731 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები