სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 162 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 517 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე - ღამეში გუდაუთის კლინიკაში 1 პაციენტი, 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 171 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 46 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან 15 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 25, გაგრის კლინიკაში - 47, ხოლო ტყვარჩელში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 21 579 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 300, გამოჯანმრთელდა 17307 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები