სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 142 პირი დაინფიცირდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 142 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 416 338-ს. ბოლო დღე-ღამეში 1561-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში სულ 292 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 42 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები