საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 163 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს. ბოლო დღე-ღამეში 1319-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები