სამეგრელოს კოვიდცენტრებში 300-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს, 26-ის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 101 სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 30 943 აქტიური შემთხვევიდან 6 082 პირი საავადმყოფოში მკურნალობს, აქედან 309 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 26 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 78 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Covid 19-ს ქვეყანაში კიდევ 23 პირი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში ვირუსით ინფიცირებული 5 876 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები