აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 392 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაცვალა - ორი ქალი - 76 და 80 წლის და ორი მამაკაცი - 42 და 83 წლის.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 187 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 41-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 17, გაგრის კლინიკაში 47, აქედან 12 მძიმე მდგომარეობაში, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 24 პირი მკურნალობს, ხოლო ტყვარჩელში 13.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 642 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 320, გამოჯანმრთელდა 18 189 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები