სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამავე ცნობით, რუხთან ერთად ვაქცინაცია რეგიონის კიდევ 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
ვაქცინაციის პროცესში 25 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. ამ ეტაპზე რეგიონში ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები - ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
● რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო (მისამართი, ზუგდიდი, სოფელი რუხი)
● ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი (გამსახურდიას №206)
● ზუგდიდის ევექსის პოლიკლინიკა (კოსტავას №1)
● ფოთის ევექსის პოლიკლინიკა (კ. გამსახურდიას №6)
● ფოთი - "ლაზიკამედი" (ჭანტურიძის №6)
● ფოთი - "ბომონდი" (მის: ვატაევის №3)
● სენაკის ამბულატორიულ/პოლიკლინიკური გაერთიანება (რუსთაველის №114)
● ხობის ევექსის კლინიკა (ჭყონდიდელის №2)
● მარტვილის ევექსის კლინიკა (მშვიდობის ქუჩა 111)
● ჩხოროწყუს ევექსის კლინიკა (აღმაშენებლის №19)
● წალენჯიხის ევექსის კლინიკა (ჭურღულიას №6)
● მესტიის ამბულატორიული გაერთიანება (ილია გაბლიანის №13)
● აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრი შპს "შანი" (ვარლამ ჩიქოვანის ქუჩა №14)
რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი -
https://booking.moh.gov.geCOVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი -
15 22 და
144 (3)
მასალის გამოყენების პირობები