ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ტელეკომპანია "რიონის"
ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა "ბომონდში" 30 ივლისს მოთავსდა.
"ბომონდის" კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის თქმით, მას შეყვანისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მედიკოსებმა 28 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
აღნიშნულ კლინიკაში ამ ეტაპზე 128 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, აქედან კოვიდ სამეანო განყოფილებაში 31 ორსული იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები