16 აგვისტოდან, ზუგდიდში, რუსთაველის N89-ში ("იმპექსის" ყოფილი შენობა) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, მოქალაქეებს რომლებსაც აცრის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, იმუნიზაცია მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ცენტრი აღიჭურვება ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნის გათვალისწინებით. პროცესში ჩართული იქნება სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი.
მოქალაქეები აიცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.
ამავე თემაზე:
სად შეძლებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას სამეგრელო-ზემო სვანეთში
მასალის გამოყენების პირობები