სოხუმმა კორონავირუსის 123 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 400 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა, 56 წლის და 83 წლის მამაკაცი, და 58 წლის ქალი.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 117 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 31 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 17, გაგრის კლინიკაში – 41, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 25 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 24 190 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 360, გამოჯანმრთელდა 19 476 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები