გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 4 სამეგრელოში. გარდაცვლილთა შორის 2 ზუგდიდის მკვიდრია.
84 და 69 წლის მამაკაცები რუხის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 53 წლის ქალი, რომელიც ქობულეთის კოვიდკლინიკაში იყო მოთავსებული, ფოთიდანაა. რაც შეეხება 74 წლის აბაშელ მამაკაცს, ის რუსთავში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე რეგიონის 6 კოვიდცენტრში 418 ადამიანი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა რუხის საავადმყოფოს 43 და სენაკის "ლაზიკა მედის" 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბოლო 24 საათში სამეგრელოში ვირუსისგან 206 ადამიანი განიკურნა.
მასალის გამოყენების პირობები