რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. გალის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 26 ივლისს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
ამის შესახებ "ათინათს" კლინიკაში უთხრეს. ამავე ცნობით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ქრონიკული თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით აღნიშნულ საავადმყოფოში 188 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 43-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები