სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 156 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 5 200 ინფიცირებული, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488 -მდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 831 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები