სამეგრელოს კოვიდცენტრებში 443 პაციენტიდან 55-ის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ 6 კოვიდცენტრში სულ 443 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
მძიმეა რუხის საავადმყოფოს 49, სენაკის "ლაზიკა მედის" 3 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტის მდგომარეობა.
ანაკლიაში, "პალ ბიჩის" კლინიკურ სასტუმროში 13 ინფიცირებული იმყოფება.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 412 ახალი შემთხვევა.
კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ 2 პირი გარდაიცვალა. მათგან 1 ხობის, 1 კი ზუგდიდის მკვიდრია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები