სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 334 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 5 611 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917-მდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები