გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 399 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 52 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა, 15 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 8, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში – 16, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 8, რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 62 პაციენტი იმყოფება, მათგან მძიმეა 8 ინფიცირებულის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 622 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 387, გამოჯანმრთელდა 21 525 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები