სამეგრელოში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა, 46-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პირი გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 63 წლის მამაკაცი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. რაც შეეხება 84 წლის მამაკაცს, ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 367 პაციენტი რჩება, მათგან 46-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში 23 ინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში სამეგრელოში ვირუსისგან 210 ადამიანი განიკურნა.
მასალის გამოყენების პირობები