სამეგრელოში კორონავირუსს 2 პირი ემსხვერპლა, მათგან ერთი ზუგდიდის მკვიდრია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამავე ცნობით, ერთი მათგანი, 70 წლამდე ქალი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო მეორე გარდაცვლილი, 65 წლის ქალი ფოთში ცხოვრობდა.
ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით კოვიდმიმღებ სავაადმყოფოებში 432 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 46-ის მდგომარეობა მძიმეა.
დღის განმავლობაში ვირუსისგან 360 პირი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები