საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს Covid 19-ის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.
ამ დროისთვის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი კოკსა და ორსანტიაში ადგილობრივებს ემსახურება. ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ექიმ ეკატერინე ხუფაცარიას განმარტებით აღნიშნულ სოფლებში იმუნიზაციის მსურველი ბევრია და მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა ამართლებს.
,, ჯერ - ჯერობით მომართვიანობა საკმაოდ დამაკმაოფილებელი სხვა სოფელთან შედარებით. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლიდან უმრავლეოსბა ვეღარ ახერხებს გასვლას და ძალიან ხელსაყრელია მათთვის ეს მობილური ჯგუფები’’ - ამბობს ის.
მოძრავი ავტობუსი უკვე იმყოფებოდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. გარდა მოძრავი ავტობუსისისა, ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის ამბულატორიებსა და ქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებეში
მასალის გამოყენების პირობები