აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში გამოკვლეული 502 ადამიანიდან კორონავირუსი 138-ს დაუდასტურდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებსა და საველე ჰოსპიტალში ჯამში 158 პაციენტი მკურნალობს, 36 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 26 375 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 21 807, ხოლო გარდაიცვალა 395 პირი.
მასალის გამოყენების პირობები