სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ 8 კოვიდცენტრში სულ 434 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
მძიმეა რუხის საავადმყოფოს 42, ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის მდგომარეობა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების
251 ახალი შემთხვევა.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები