ბოლო 24 საათში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 74 წლის მამაკაცი წალენჯიხიდან არის, ხოლო 92 წლის მამაკაცი სოფელ ოქტომბრის მკვიდრია.
რეგიონის მასშტაბით არსებულ 7 კოვიდცენტრში 456 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია რუხის საავადმყოფოს 42, ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტი.
ამ ეტაპზე კარანტინში 24 ინფიცირებული პირი იმყოფება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 209-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები