სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
68 წლის ზუგდიდელი მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 122 პაციენტი აგრძელებს. მათგან 28-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სულ რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 381 ადამიანი მკურნალობს. გასული დღის განმავლობაში 243 პირი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 23 კოვიდდადებითი მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები