ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 478 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 131 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 173 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 27 610 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 590-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 416 პირი.
მასალის გამოყენების პირობები