გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 582 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ ერთი ადამიანი 70 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 41 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა, 28 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 27 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 10, გაგრის კლინიკაში – 16, მათგან 2 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 5. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 75 პირი იმყოფება, მათგან 10 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 27 775 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 417, გამოჯანმრთელდა 22 680 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები