სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 125 პირს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა მათგან 125 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 617 753-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 589 791.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 038 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები