Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 284 პირს დაუდასტურდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 634 053-ს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები