გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 392 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. .
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 52 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 8-ის მდგომარეობა მძიმეა, 42 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 15, გაგრის კლინიკაში – 28, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 97 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 780 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 421, გამოჯანმრთელდა 22 813 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები