დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა, აქედან 142 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 635 583-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 848 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 602 372-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 23 916 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 4 514 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 23 პაციენტი. ქვეყანაში დაავადებას სულ 9 269 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები