სამეგრელოს კოვიდცენტრებში 391 ადამიანი მკურნალობს, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში სულ 391 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
მათ შორის მძიმედ არის 39 პაციენტი , 74 კი საშუალო სიმძიმისაა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცეში 23 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფერბა.
მასალის გამოყენების პირობები