სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 493 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, აქედან 493 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 603 995-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 27 031 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 4 616 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 37 პაციენტი. ქვეყანაში დაავადებას სულ 9 306 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები