აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 158 დაინფიცირდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 521 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. 84 წლის მამაკაცი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო 58 წლის ქალი საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 288 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმეა 54 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 29 325 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 207-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 430 პირი.
მასალის გამოყენების პირობები